Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
Civil.ge
07 December 2017, 17:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მმართველი პარტიის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველომაც უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომ ისრაელის საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს და ის ქვეყნის დედაქალაქად აღიაროს.

შოთა შალელაშვილმა ღია წერილი კვირიკაშვილის სახელზე Facebook-ზე 7 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს“ და დასძენს, რომ „საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება „მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას“. მან მოუწოდა კვირიკაშვილს, რომ „ადეკვატური შეფასება მისცეს საკითხის მნიშვნელობას“, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ გახდეს „უმნიშვნელოვანესი მსოფლიო პოლიტიკური პროცესის მხარდამჭერი და მონაწილე აშშ-თან ერთად“.

კიდევ სამმა დეპუტატმა - ზვიად კვაჭანტირაძემ და სიმონ ნოზაძემ ქართული ოცნებიდან და პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა - მხარი დაუჭირა შალელაშვილს, თუმცა ამ ინიციატივას ქართული ოცნების ხელმძღვანელობის კრიტიკა მოყვა.  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა საპასუხოდ, რომ „უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა“.    

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შალელაშვილის მიმართვა მისი პირადი ინიციატივა იყო და რომ მთავრობას და პარლამენტს ამ საკითზე „ერთიანი პოზიცია“ აქვთ. „აქ წამყვანი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, შალელაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა დეპუტატმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საუბარი „პირად“ საკითხებს შეეხო და „არაფერი კავშირი არ აქვს“ მის ღია წერილთან. 

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი